პარასკევი, 07 ივლისი 2017 01:33
9760

რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს და რომელიც მინსკში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიაზე, ამ ორგანიზაციას თავად უკრაინამ შესთავაზა,  რუსეთის დელეგაციამ დაიწუნა და მისი დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნას სხვა დელეგატებთან ერთად მხარი არ დაუჭირეს და კენჭისყრაზე ხმა წინააღმდეგ მისცეს დელეგატებმა ბელორუსიდან, რის გამოც მისი განხილვა ასამბლეაზე აუცილებლად მოხდება. 

6 ივლისს, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა და ასამბლეაზე რუსეთის  დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრ ტოლსტოიმ, ჟურნალისტებს გულისტკივილით აუწყა იმ ,,სამწუხარო პრეცენდენტის,, შესახებ, რომელიც ბელორუსმა რუსეთის მიმართ დაუშვა.

,,ჩვენმა პატივცემულმა კოლეგებმა და მათ შორის ბელორუსმა კოლეგებმა, მხარი არ დაგვიჭირეს უკრაინის საკითხის განხილვისას,, - განაცხადა ტოლსტოიმ.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსის მიერ იმ რეზოლუციის განხილვისთვის ხმის მიცემამ, რომელშიც ,,რუსეთის ჰიბრიდული ძალების მიერ ოკუპირებულ დასავლეთ უკრაინის რაიონების,, შესახებ წერია, მოსკოვში შოკი გამოიწვია.

რუსი მაღალჩინოსნები არ მალავენ, რომ ბელორუსისაგან, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში რუსეთის გადაწყვეტილებებს უმეტეს შემთხვევაში  მხარს უჭერდა და არასდროს  წინააღმდეგ არ მიდიოდა, მსგავს სვლას  არ ელოდნენ.

 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account