ორშაბათი, 10 ივლისი 2017 02:38
2079

სირიიდან მიღებული უკანასკნელი ცნობები ცხადყოფენ, რომ მსოფლიოს უდიდესი ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) დედაქალაქად წოდებული სირიის ქალაქი რაქა, სულ ცოტა ხანში დაეცემა და მასზე კონტროლს ქურთები განახორციელებენ.

ბოლო  თვეების განმავლობაში ამერიკული კოალიციისა და ასად-რუსეთის კავშირის მიერ მასირებული ავიადარტყმებისა ქვეშ მოყოლილ რაქას, რომელიც ხმელეთზე სირიის დემოკრატიულ ძალებად (,,SDF,, Syrian Democratic Forces ) შერაცხული ქურთების შიარაღებული დაჯგუფებების ალყაშია მოქცეული,  ISIS-ის მებრძოლები  ნელ-ნელა ტოვებენ და სამოქალაქო პირების ფორმაში გადაცმული, გაქცევით შველიან თავს.

იმათ კი, ვინც ბოლომდე აპირებს ბრძოლას, სულ ცოტა დრო რჩებათ, რადგან ქურთების რაზმები უკვე ქალაქის გარკვეულ ნაწილებს აკონტროლებენ.

სირიელი ქურთები ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლაში დიდ სირთულეებს ვერ გრძნობენ და დღითიდღე უფრო თავდაჯერებულად მიიწევენ წინ. მათ მიერ გაკონტროლებული ტერიტორიები იმდენად მასშტაბურია და საიმედო, რომ იქ აშშ-ს კოალიციამ რამდენიმე სამხედრო ბაზა უკვე გახსნა. ერაყის ქურთისტანის ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აშშ-ს უკვე 7 სამხედრო ბაზა აქვს გახსნილი...

ეს მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებს სირიაში მხოლოდ 4 ბაზა გააჩნიათ და მათ შორის ერთი, ასევე ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფრინის პროვინციაში. მიუხედავად ამისა, ქურთების ზურგის მხარეს მათ მიმართ მტრულად განწყობილი თურქეთის არმია დგას, რომელიც ამ დროისთვის სირიის ჩრდილოეთით, ამ ქვეყნის 5-მდე რაიონს, ასამდე სოფელს აკონტროლებს.

თურქეთის ხელისუფლება, სირიელი ქურთების დემოკრატიულ ძალებს, მის ტერიტორიაზე მოქმედ ქურთების მუშათა პარტიის (PKK) თამზრახველ ტერორისტებად მიიჩნევს და ამ დრომდე მათზე თავდასხმისაგან მხოლოდ იმიტომ იკავებს თავს, რომ ისინი აშშ-ს სირიაში უახლოეს და ყველაზე სანდო მოკავშირედ მიაჩნია. მიუხედავად ამისა, თურქეთი SDF-ს მიმართ საომარ რიტორიკას და საბრძოლო მზადჰყოფნას ამ დრომდე ინარჩუნებს.

ასადის რეჟიმის უდიდეს ოპოზიციურ ძალას, ქურთების დემოკრატიულ ძალების (SDF) 70.000-მდე მეომარს, ამ დროისთვის სირიაში ბაშარ ასადის რეჟმის კონტროლიდან მოწყვეტილი უდიდესი ტერიტორიები აბარია და ეს, მათ აშშ-ს კოალიციის მხარდაჭერისა და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს.

აშშ და მისი კოალიცია, SDF-ს ღიად აწვდის დიდძალ შეიარაღებას და საბრძოლო მასალას, ასევე იცავს მათ რუსეთ-ასადის ძალების საჰაერო თავდასხმებისაგან. ამასთანავე, მხოლოდ SDF-ი და რუსი სამხედროების მიერ მხარდაჭერილი ასადი რეჟიმი აფართოებენ ბოლო დროს საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიებს და ეს დინამიკა ბოლო რამდენიმე თვეა ნარჩუნდება...  

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ცუდ მდგომარეობაში მყოფი და ყველასგან შევიწროებული ISIS -ი და ასევე ტერორისტული ,,ალქაიდას,, სირიული დანაყოფი ,,ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი,, (,,ან ნუსრასა,, და კიდევ სამი ჯიჰადისტური დაჯგუფების გაერთიანება)  ამ დრომდე არანაკლებ ტერიტორიას აკონტროლებენ სირიაში, რაც იმის დასტურია, რომ ხუთი სხვადასხვა ფერისაგან შემდგარ სირიის საომარ რუკას, ერთ ფერზე მოსვლვლა, კიდევ დიდხანს არ უწერია.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account