სამშაბათი, 18 ივლისი 2017 10:14
1486

ბელორუსის ხელისუფლებამ, რუსული პროპაგანდისტული მხატვრული ფილმის ,,ყირიმის,, ("Крым") ჩვენება, საკუთარი ქვეყნის კონოთეატრებში აკრძალა.

როგორც ბელორუსის ,,კონოვიდეოპროკატის,, (კინოგაქირავების ორგანიზაცია) წარმომადგენლობა აცხადებს, არა თუ ფილმ ,,ყირიმის,, ჩვენება, ფილმის  სარეკლამო რგოლმაც კი - ბელორუსის მოსახლეობაში საშინელი რეაქცია გამოიწვია.

მეზობელი ქვეყნის ანექსიის თემაზე გადაღებული პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება ბელორუსის ყველა კინოთეატრში  აიკრძალა.

ფილმი ,,ყირიმი,, - კინორეჟისორ ალექსეი პიმანოვის მიერაა გადაღებული და  ის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თემას ეხება. თითქოსდა რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით გადაღებულ მხატვრულ ფილმში, ოკუპანტი რუსეთის არმია და ,,მწვანე კაცუნებად,, წოდებული აგრესორთა ,,სპეცნაზი,, გამანთავისუფლებელ ძალად არის გამოყვანილი.

ფილმის ჩვენება  რუსეთის კინოთეატრებში  17 აგვისტოდან იგეგმება.

შეგახსენებთ, ასეთივე პროპაგანდისტული მხატვრული ფილმი რუსეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც გადაიღეს. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account