სამშაბათი, 18 ივლისი 2017 10:22
1481

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ისტორიკოსის მანტია მოირგო და რუსებისთვის  საკუთარი ქვეყნის ,,დიადი წარსულის,, ახსნას შეეცადა.

,,რაც შეეხება სხვა დ ასხვა სახით ჩვენი ისტორიის დამახიჯებას... იცით, ეს  თითქმის ყოველთვის ხდებოდა... მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ალექსანდრე მესამემ ერთ დროს თქვა, ჩვენი სიდიადის ყველას ეშინია... მან ამიტომაც გამოიტანა დასკვნა, რომ ჩვენ მხოლოდ ორი მოკავშირე გვყავს - არმია და ფლოტი.  რუსეთთან ბრძოლის ეს მეთოდი კი - ყოველთვის გამოიყენებოდა,, -  განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო შორს წავიდა რუსეთის ისტორიის ცოდნაში და გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის - ,,ივანე მრისხანედ,, წოდებული ივანე  IV ვასილევიჩის ისტორია,   საკუთარი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ლეგენდად და რომის პაპის იმ დესპანების მიერ შეთხზულად გამოაცხადა, რომელთაც თურმე რუსების კათოლიკეებად მოქცევა უნდოდათ...

,,მაგალითად, ავიღოთ ლეგენდა ივანე მრისხანეზე, რომელმაც მოკლა საკუთარი შვილი... ეს ჯერ კიდევ უცნობია, მოკლა თუ არა მან საკუთარი შვილი. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მას საერთოდ არავინ მოუკლავს და ეს ყველაფერი პაპის დესპანებმა მოიგონეს, რომლებიც მასთან მოსლაპარაკებლად მივიდნენ და ეცადნენ, რომ მარლთმადიდებლური რუსეთი კათოლიკურად ექციათ...

და როდესაც ივან ვასილევჩმა  მათ უარი უთხრა და ცნობილ მისამართზე გააგზავნა, წარმოიშვა ასეთი ლეგენდები და სხვანაირებიც. შემდეგ მისგან გამოძერწეს ივანე მრისხანე, სუპერ-მკაცრი ადამიანი... თუმცა, თუ დავაკვირდებით იმ პერიოდის სხვა ქვეყნებს,  ყველაფერი იგივენაირად იყო, ყველგან... დრო იყო ასეთი,, - დაასკვნა რუსეთის პირველმა პირმა.

 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account