კვირა, 23 ივლისი 2017 10:48
1263

დედამიწის ყველაზე ცხელ რეგიონად ქცეულ ახლო აღმოავლეთს, რომელსაც კონფლიქტები და კრიზისები ისედაც არ აკლდა, დაახლოებით 2 თვის უკან კიდევ ერთი დიპლომატიური კონფლიქტი დაემატა ,,ყატარის კრიზისის,, სახელწოდებით...

კონფლიქტი დაიწყო 8  არაბული სახელმწიფოს (საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, იემენი, ეგვიპტე, ბაჰრეინი, ლიბია, მალდივები და კომორის კუნძულები) მიერ, ყატარის ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულებით. რასაც მაშინვე, რვავე ქვეყანის მხრიდან, ყატართან  დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და სრული ეკონომიკური ემბარგოც მოჰყვა.

სანამ ყატარის კრიზისს განვიხილავდეთ, კაგი იქნება შევეხოთ რას წარმოადგენს თავად სახელმწიფო ყატარი. ეს არის არაბეთის ნახევარკუნძულის ნავთობისა და გაზის საბადოებით მდიდარი, ერთი პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 2,5 მილიონ ადამიანს შეადგენს და აქედან 90% ,  დედაქალაქ დოჰაში ცხოვრობს. ის, თავისი  შიდა პროდუქტით და ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი შემოსავლებით (144.400 დოლარი წელიწადში), მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყნად ითვლება.

მიუხედავად ამ ზოგადი მონაცემებისა, ყატარის მოსახლეობის უმეტესობა სულაც არ არის მდიდარი და აი რატომ... ყატარის მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს ადგილობრივი სუნიტური მიმდინარეობის მუსლიმი არაბები შეადგენენ, დანარჩენ 60% კი - ინდოელები 18%, პაკისტანელები 18%, ირანელები 10%, და სხვა დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლები 14 %.  

სხვადასხვა ღარიბი ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღების უფლება იმიტომ მისცეს, რომ ისინი მდიდარ ადგილობრივი მოსახლეობას მომსახურების სფეროში ლეგალურად დასაქმებული ჰყოლოდა, ამიტომაც ზემოთმოყვანილი ციფრები, ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი შემოსავლის შესახებ, მოსახლეობის 60%-ზე ნაკლებად ვრცელდება და უდიდესი ქონება სწორედ რომ ძირძველი მოსახლეობის, მათი შეიხებისა და ემირების  ხელშია, რომლებიც 800.000 დან 1 მილიონ მოქალაქემდე ითვლება ყატარში. 

სამხედრო თვალსაზრისით ყატარი არც ისე ძლერი ქვეყანაა, თუმცა მას შეიარაღებული ძალების 12.000 კაციანი კონტინგენტი გააჩნია, სადაც ავიაციას პრიორიტეტი უჭირავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყატარის ტერიტორიაზე, ქალაქ ალ-უდეიდთან, განთავსებულია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უდიდესი ავია-ბაზა. ამას გარდა, საუდის არაბეთთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე განთავსებულია თურქული სამხედრო ბაზა - მცირეოდენი სამხედრო კონტინგენტით.

გარკვეული დაპირისპირება, მათ შორის ტერიტორიული დავები, ყატარს მეზობელ არაბულ სახელმწიფოებდან ადრეც არაერთხელ ჰქონდა, თუმცა არაბული ლიგის ქვეყნებში ის ასე თუ ისე სპატაიო ადგილს იკავებდა და რეგიონის ლიდერებისაგან დიდად განსხვავებულ პოზიციებს არ აფიქსირებდა.

ყატარის კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთს ხელში ჩაუვარდა გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც ქვეყნის მმართველი ემირისა და სხვა ოფიციალური პირების მხრიდან ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ასახავდა, როგორიცაა ,,ისლამური სახელმწიფო,, ,,ალ-ქაიდა,, ,,ძმები მუსლიმები,, ,,ჰეზბოლა,, და იემენელი ,,ჰუსისტებია,,. ამ ბრალდებას ყატარის ხელმძღვანელობა პირველივე დღიდან უარყოფდა და მიზანმიმართულ ქმედებად განიხილავდა.

გავრცელებულ ინფორმაციებს ყატარის მხრიდან ტერორისტების მხარდაჭერაზე, მყისიერად მოჰყვა 6 არაბული ქვეყნის მხრიდან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რასაც მოგვიანებით კიდევ 2 ქვეყანა შეუერთდა. ყატარის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა. 

რაც შეეხება სანქციებს ყატარის მიმართ, ბოიკოტში მონაწილე არაბულმა ქვეყნებმა ფაქტიურად ბლოკადაში მოაქციეს ყატარი და მის მოქალაქეებს თავიანთი ქვეყნის დატოვება რამდენი დღეში აიძულეს. შეწყვიტას ფრენები და ამ ქვეყანას, სხვა სანქციებთან ერთად, სასურსათო ემბარგოც დაუწესეს, რამაც ყატარი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო. ამასთანავე, ბოიკოტის წევრებმა, ყატარს 13 პუნქტიანი კონკრეტული ულტიმატუმი წაუყენეს.

პირველი ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ყატარს და გვერდში დაუდგა, ეს თურქეთი იყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საეჭვო უწოდა ყატარის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს და ბოიკოტში მონაწილე ქვეყნებს შუამავლობა შესთავაზა პრობლემის მოსაგვარებლად, რაზეც არაბული ქვეყნებისგან პასუხი მიიღი... ,,თურქეთი დროის დაკარგვის გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს ვისთანაა! ჩვენთან თუ ტერორისტების ხელშემწყობ ყატართან?,, შეუთვალეს ერდოღანს ყატარის მოწინააღმდეგეებმა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ყატარის კრიზისი თურქეთმა, ისედაც ახლო ურთიერთობაში მყოფ ქვეყნასთან, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მომგებიანი თვალსაზრისით გასაღრმავებლად გამოიყენა. სასურსათო პროდექტების უკმარისობა, რომელსაც ემბარგოდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის არ მქონე ყატარი განიცდიდა, თურქეთმა საკუთარი პროდუქციით მყისვე შეავსო.

რაც შეეხება ყატარულ ინვესტიციებს თურქულ ეკონომიკაში, ის ადრეც დიდი იყო და კიდევ უფრო გაიზარდა. ამას გარდა, თურქეთი,  ყატარში დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატამდე 150 მილიარდი დოლარის ოდენობის სამშენებლო პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო. დაგეგმილი მშენებლობის საკმაოდ მნიშვნელოვან წილს  თურქული სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ და სამშენებლო მასალების იმპორტის დიდი წილიც თურქეთიდან განხორციელდება.

თურქეთის მონაცემებით, სამშენებლო სფეროში მომსახურე 8000-მდე თურქი სპეციალისტი დღეისთვის ყატარში მუშაობს.  გარდა ამისა, ერდოღანი ყატარს საუდის არაბეთის საზღვართან მდებარე თურქული ბაზის გაფართოებას და გაძლერებას დაპირდა, რასთან დაკავშირებითაც თურქეთის პარლამენტმა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

ყატარს დახმარება შესთავაზა ასევე ირანმა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა, ყატარის მიერ ტერორიზმისათვის ხელშოწყობის ერთ-ერთ მტკიცებულებად მოჰყავდათ ბოიკოტის ქვეყნებს და ირანთან კავშირების გაწყვეტა, 13 პუნქტიანი ულტიმატუმის ერთ-ერთი პუნქტი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ყატართან ყველაზე დაახლოებული თურქეთი და ირანი, სწორედ რომ ერთი და იმავე ტერორისტული დაჯგუფებებთან კავშირში არიან შემჩნეული... ისეთების, როგორიცაა ,,ჰესბოლა,, ,,ძმები მუსლიმები,,. ერდოღანის მიერ, ბოლო პერიოდში მიტინგებზე ,,ოთხი თითის,, ჩვენება, სწორედ ,,ძმები მუსლიმების,, და მისი ეგვიპტელი ლიდერის, დამხობილ-დაპატიმრებული პრეზიდენტის - მუჰამედ მურსის მიერ მოგონილი მისალმებაა, რომლის მიმართ ერდოღანი თავის სიმპათიებს არ მლავდა... თუმცა  ,,ოთხი თითის კომბინაციას,, თავად ერდოღანი თავისებურად ხსნის.

 ყატარის კრიზისის მოგვარების პერსპექტივა, ისევ და ისევ იმ ქვეყანამ ითავა, რომელსაც დაპირისპირებულ ორივე მხარეზე და ზოგადა მსოფლიოზე უდიდესი გავლენა აქვს. სწორედ აშშ-ს მოქმედებებმა შეიტანა კრიზისის მოგვარების საქმეში გარდატეხა. 

მიმდინარე წლის 11 ივლისს, დოჰაში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ ტანიმ, ხელი მოაწერეს აშშ-ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ, სადაც ყატარი იღებს ვალდებულებას, რომ ყველა ზომას მიიღებს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 9 დღეში, 20 ივლისს,  ყატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ, სპეციალური დეკრეტის გამოსცა, რომელიც ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში კანონმდებლობის მაქსიმალურ გამკაცრებას გულისხმობს. 

აშშ-ს ჩარევამ და ყატარის მიერ ბილო 10-12 დღის მანძილზე განხორციელებულმა ნაბიჯებმა, თავისი შედეგი გამოიღო და ყატართან დაპირისპირებული არაბულმა ქვეყნებმა უკვე მოხსნეს 13 პუნქტიანი ულტიმატუმი. 

გაერო-ში, ყატართან დაპირისპირებული 4 რაბული ქვეყნის წარმომადგენელმა ერთობლვი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ყატართან კონფლიქტის მოგვარებისთვის დიპლომატიურ გზებს მიმართონ და რომ ,,13 პუნქტიანი ულტიმატუმი, 4 პუნქტიანი მოთხოვნით შეიცვალა, რომლის შესრულებაც ყატარს არ გაუჭირდება,, 

21 ივლის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პრდაპირ მოუწოდა ყატართან დაპირისპირებაში მყოფ არაბულ ქვეყნებს, რომ ყატარის ბლოკადა მოხსნან. გამომდინარე იქიდან, რომ ყატარიც და მასთან დაპირისპირებაში მყოფი არაბული ქვეყნების უმეტესობაც, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უახლოესი პარტნიორები არიან, ამ ქვეყნის მოწოდებას  სწრაფი რეაგირება უნდა მოჰყვეს.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account