ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
2580

მრვალშვილინ მამას, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული, საკუთარ ოთხ შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ვოლგოგრადის რეგიონალური საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. 

მამაკაცს ბავშვებზე სექსუალური ძალადობა შვიდ ეპიზოდში დაუმტკიცდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 2006 წლიდან მოყოლებული, სექსუალურად ძალადობდა თავის ღვიძლ ქალიშვილზე, რომელიც იმ დროისთვის 4 წლის იყო. ამასთან, მამაკაცმა სხვა სამ შვილზე - ორ გოგონასა და ერთ ბიჭუნაზეც იძალადა. 

ბავშვების დედამ განაცხადა, რომ თითქმის ყოველთვის შინ იყო და გვერდით ოთახში იმყოფებოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუ ბინაში მსგავსი რამ ხდებოდა. 

მამაკაცის გარყვნილი ქმედებების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თავად ბრალდებულმა დაწერა განცხადება, თითქოსდა მის ქალიშვილზე თანაკლასელის ბიჭის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ.

ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიტყო, რომ სკოლიდან გოგონა დისპანსერიზაციაზე უნდა წაეყვანათ, სადაც გინეკოლოგი დაადგენდა, რომ მას სექსუალური ცხოვრება აქვს მამაკაცთან. 

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბავშვებიც გამოიკითხნენ, რომლებმაც მამის ბრალეულობა დაადასტურეს. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account