ავტორი: allmedia.ge
პარასკევი, 10 აგვისტო 2018 17:16
732

08 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქ ვაშავაში ქართველებმა რუსეთის საელჩოსთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია იყო. აქციის სპიკერმა დავით გამცემლიძემ მიმართა მომაწილეებს "რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოს დაუძინებელი მტერი, იგი იქცევა და არის ტრანს კონტინენტალური კოლონიზატორი. ომი რომელიც დაიწყო 200 წლის წინ სადაც რუსეთი ვერაგულად ღალატობს ყველა პრინციპს და ნორმას." აქციის მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებმა ჩავყარეთ რუსეთის საელჩოს საფოსტო ყუთში მომზადებული ბანერები წარწერით "Russia Occupant", "Russia occupied my countries 20%" და ასე შემდეგ. აღსანიშნავია რომ რიგითი გამვლელები (ფეხით მოსიარულე და ავტომობილით ვინც გადაადგილდებოდა) სოლიდარობას გამოხატავდნენ საქართველოს მიმართ. აქცია ჩატარდა ქართული დიასპორის პოლონეთში ხელშეწყობით






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account