აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი – შალვა პაპუაშვილი

ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაც გაიხსენა.
“18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება. მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი, რეჟიმის, რომელმაც მაშინ ამ ომში საქართველო შეიყვანა, რომელმაც შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცები ომის ველზე მიატოვა, დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა და თვითონ დაკავებული იყვნენ იმ დღეებში ღლიცინით, ანგლობით. გახსოვთ თქვენ 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრები, მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს ებრძოდნენ, როცა ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როცა ჩვენი მოსახლეობა მიტოვებული და შეტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა მათი ხორხოცი, ხითხითი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ მთელმა საქართველომ დავინახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.