მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 14:41
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ამ შემადგენლობით ვხვდებით ბოლოჯერ – ნიკოლ ფაშინიანი მინისტრებს ემშვიდობება

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 13:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კაბინეტი ამ შემადგენლობით ბოლოჯერ იკრიბება, რადგან თანამდებობის პირების ნაწილი საქმიანობას პარლამენტში, დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

„ამ შემადგენლობით ვხვდებით ბოლოჯერ, მინდა დამსწრეებს მადლობა გადავუხადო ამ პერიოდში გაწეული მუშაობისთვის. მაგრამ ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც აქ იმყოფებიან, საქმიანობას სხვა სფეროში გააგრძელებენ. ჩვენი კოლეგების ნაწილი პარლამენტში გადაინაცვლებს დეპუტატის სტატუსით და მე, მადლობა გადავუხადო მათ, ასევე მინდა მოვუსმინო მათ ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პირველი სიტყვა პრემიერის აპარატის ხელმძღვანელ არაიკ არუთინიანს გადასცა.

ფაშინიანის განცხადებით, რომ ყველა ის მიღწევა, რაც ამ პერიოდში ჰქონდათ, თითოეული მათგანის შრომის შედეგია.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ნიკოლ ფაშინიანს ნდობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

არაიკ არუთინიანმა მადლობა გადაუხადა პრემიერს იმისთვის, რომ 5 წლის წინ ეს თანამდებობა ანდო.

„ეს რეალურად დიდი გამოცდილება იყო და ვფიქრობ, შემდგომი საქმიანობისთვის ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება,” – თქვა მან.

მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა ფაშინიანს გადაუხადა მადლობა 2,5-წლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ერთიანი და ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებაზე თვალსაჩინო შედეგების მიღწევა მოხერხდა.