მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 23:10
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ბათუმში, 10 წლამდე ბავშვს მანქანა დაეჯახა

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 20:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 10 წლამდე ბავშვს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი კონტაქტურია და მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს