მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 18:08
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

განახლებული ინფორმაცია კახეთიდან, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე საათია უწყვეტად მიმდინარეობს

Prime Time July 12, 2026 3:39 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე საათია უწყვეტად მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რის საშუალებითაც ჩახერგილი გზები იწმინდება.
სტიქიის ზონაში ჩავიდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ადგილზე იმყოფებიან, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. ამ დროისათვის სტიქიის ზონაში, წყლის დონემ იკლო და ადიდებულ ხევზე მძიმე ტექნიკის დახმარებით, დროებით ნაპირდამცავი კალაპოტი მოეწყო.

 წყალდიდობის შედეგად თელავში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები , კომერციული დაწესებულებები და სხვადასხვა დანიშნულების შენობები.ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის დასახლებაში.ქალაქის ნაწილს, ჯერ კიდევ არ მიწოდება ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი.