გიორგი ბარამიძის განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ვეტერანებს და ომის უშუალო მონაწილეებს დღესაც გამოკითხავენ

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყების კითხვებს დღესაც ვეტერანები და ომის უშუალო მონაწილეები უპასუხებენ.
პროკურატურამ გამოძიება გიორგი ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.