გურიაში 6 ადამიანი, რომლებიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს » kvira.ge

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი 6 მოქალაქე, ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
ასევე, ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ერთი პირის გადმოყვანა, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა.
http://kvira.ge/wp-content/uploads/2026/08/სამაშველო-ოპერაცია.mp4
კომენტარები
კომენტარი