დასაქმების მსურველთათვის 1-ელი სექტემბრიდან მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება

1-ელი სექტემბრიდან ახალგაზრდებს საჯარო სექტორში დასაქმებისა და გამოცდილების მიღების ახალი შესაძლებლობა ექნებათ – მთავრობა დაახლოებით 3 000 ვაკანსიას გამოაცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პროგრამის მთავარი მიზანი საჯარო სამსახურის ახალი კადრებითა და მოტივირებული თაობით შევსებაა.