მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 14:29
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 13:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ესპანეთის სამხრეთში, ქალაქ გრანადას მახლობლად 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 01:00 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ალენდინის მუნიციპალიტეტი იყო.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონიო სანს კაბელომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„გრანადაში თუ იმყოფებით, მიწისძვრა იგრძენით, თავს კარგად გრძნობთ და თქვენი სახლი არ დაზიანებულა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ შენობებში შესვლასა და გამოსვლას, თუ ამის აუცილებლობა არ არის“, – განაცხადა კაბელომ.