მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 00:34
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალების შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

Prime Time July 10, 2026 10:53 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი, სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალების შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც სახმელეთო ძალების შემადგენლობაში იქნება.

ახალ ძალებს სათავეში გენერალი დიმიტრი ვოლოშინი ჩაუდგება, რომელსაც მისი ფორმირება დაავალა.

„ხელი მოვაწერე განკარგულებას ერთობლივი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ. ეს უნდა იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი კომპონენტი, რომელიც გააერთიანებს მოიერიშე ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებს, აუცილებელ უპილოტო და საარტილერიო კომპონენტებსა და სხვა საშუალებებს ფრონტზე უსწრაფესი რეაგირებისთვის. ეს უნდა იყოს თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული საიერიშო კომპონენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.