მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 21:30
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თეიმურაზ პაპასქირი – აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი დიდი ღალატისთვის ემზადება

IPN.ge 14 აგვისტო, 2026 · 18:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 11

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი დიდი ღალატისთვის ემზადება, რადგან ევროკავშირისთვის საქართველოს დაცილება არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თეიმურაზ პაპასქირმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს აკარგვინებს მთავარ შანსს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან სამუდამო განთავისუფლებას.

„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი დიდი ღალატისთვის ემზადება, რადგან ევროკავშირისთვის საქართველოს დაცილება არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. ყველაზე რეალური შესაძლებლობა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თითქმის 100%-იანი გარანტია, არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამის წინააღმდეგ, არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. „ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს აკარგვინებს მთავარ შანსს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან სამუდამო განთავისუფლებას“, – აღნიშნა პაპასკირმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ ახლად დანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან“.

„მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, – აცხადებს ბარბარა ფოსი.