მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 13:48
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს გარშემო სახიფათო სიტუაციაა, ასი თვალი, ასი ყური და ფრთხილი ნაბიჯები გვჭირდება, რომ ქვეყნის სიმშვიდეს და განვითარებას ხელს არ შეუშლის

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 12:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

701-ე რეზოლუციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა, სხვა რეზოლუციებსაც შევუერთდებით, სადაც ოკუპაციაზე იქნება საუბარი, როცა შენს პოზიციას იცავ და ამბობ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ხელყოფილია, რა თქმა უნდა, ანალოგიურად სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა უნდა დაგმო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ეს პოლიტიკა თანმიმდევრულად უნდა გატარდეს და არა, შერჩევითად.

„ჩვენ ყოველთვის ამას ვაკეთებდით. საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ყოველთვის უჭერდა, აგრესიას და ოკუპაციას კი, გმობდა. მომავალშიც ასე მოვიქცევით. სიახლე არაფერია იმაში, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის მხარეს იქნება. ვხედავთ, რა ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი პატარა ქვეყნებისთვის უფრო საზიანოა, რადგან საერთაშორისო სამართალი დიდ ქვეყნებს კი არა, ჩვენნაირ ქვეყნებს იცავს იმისგან, ვის შეუძლია, დაჩაგროს. ბოლო წლებში, საერთაშორისო სამართლის სრულ მოშლას ვხედავთ. სამწუხაროა, რომ არანაირი საერთაშორისო წესრიგი არ მოქმედებს. სახელმწიფო მეთაურების განცხადებებს რომ მოუსმინო, შეიძლება, არ დაიჯერო. ასეთ რამეს ათი წლის წინ არავინ აკეთებდა. განა, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ დგამდნენ, დგამდნენ, მაგრამ ხმამაღლა მაინც არ ამბობდნენ, ტელევიზორი ჩართეთ და ნახეთ, რა ხდება. ვერც კი დაიჯერებთ, რომ ისეთ განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრები და პრემიერები აკეთებენ, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. საქართველოს გარშემო სახიფათო სიტუაციაა და ასი თვალი, ასი ყური და ფრთხილი ნაბიჯები გვჭირდება, რომ ქვეყნის სიმშვიდეს და განვითარებას ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.