მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 10:03
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 08:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

 ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი ძალისხმევითაც თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.