მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 04:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო ყველა მიმართულებით არის მოწინავე, ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

Prime Time July 10, 2026 1:28 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის ნაწილია – დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ. საქართველო ყველა მიმართულებით არის მოწინავე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ​ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ანგარიშის თანახმად, საქართველო ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.