მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 03:04
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი

Prime Time July 10, 2026 6:20 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებული პროცესები შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს ეუთო არ დაუტოვებია, არამედ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ არ დაგვიტოვებია ეუთო, ჩვენ დავტოვეთ კენჭისყრის პროცედურა, რადგან ეს იყო აბსოლუტურად უსამართლო. მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი, თავის რაობაზე, თავის შინაარსზე აქვს ეუთოს დღეს უფრო მეტი პასუხი გასაცემი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციის წევრებთან მიდიოდნენ და მომხდარის გამო სინანულს გამოხატავდნენ ასამბლეის მონაწილეები.

„ეს სინანული მათ მარტო ჩვენი დელეგაციის წინაშე კი არა, საერთოდ უნდა თქვან – ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთოდ აქვთ ფასი, თუ ისინი გარკვეული პოლიტიკური ძალების ზეწოლისა და ბულინგის მსხვერპლი არიან?! ამიტომ, აქ ჩვენზე კი აღარ არის უკვე საქმე, მათზეა საქმე, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით მიღებული დასკვნები და გადაწყვეტილებების ცხოვრებაში ამის გატარების უნარი აქვთ, თუ არ აქვთ? ეს არის ის მორალი, რომელიც არა მარტო ეუთოს, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე დადგა, როდესაც დემოკრატიული პროცედურები, სამართლიანობა ჩანაცვლებულია ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატანის ველური მცდელობებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.