მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 18:22
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართველ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება, ჩვენი სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 17:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აშშ-სთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაელოდება ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას.

„რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ცდილობდა ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. აქედან გამომდინარე, საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია. თუმცა ეს მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართველ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.