მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 16:32
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 15:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 254-ს აღწევს, მათ შორის, 101 ადამიანი ქალაქ პერეირაში და 95 ადამიანი ქალაქ კალიში დაიღუპა.

დასავლეთ კოლუმბიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კოლუმბიის დასახმარებლად 2 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.