კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, 500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 3500-ს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
კოლუმბიის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას ცნობით, მიწისძვრის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 500-მდე ადამიანი ითვლება.
აბელარდო დე ლა ესპრიელას თქმით, მიწისძვრამ 11300-ზე მეტი სახლი დაანგრია, ხოლო 53500-ზე მეტი კი დააზიანა.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.