მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 18:55
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, უილიამ მასოლინთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 17:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, უილიამ მასოლინთან.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე განიხილეს დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.

„აღინიშნა ევროპის საბჭოს როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების „კონფლიქტი საქართველოში“ და ამავე საკითხზე მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ უილიამ მასოლინს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.