მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 05:30
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Prime Time July 10, 2026 5:23 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

2026 წლის 10 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.