მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 17:03
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ის გმირები და გმირობის ისტორია, რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 15:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ის გმირები და გმირობის ის ისტორია, ვისაც და რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის და არიან ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

მამუკა მდინარაძემ პატივი მიაგო შინდისის გმირების ხსოვნას.

„ის გმირები და გმირობის ის ისტორია, ვისაც და რასაც დღეს პატივი მივაგეთ, არის და არიან ქართული გმირული სულისკვეთების და სულიერების საზრდო ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის. ის თავგანწირვა, რომელიც ქართულ გენშია ამ ადამიანებმა დიდი და საამაყო ისტორიის სახით შემოგვინახეს. კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“, – განაცხადა მდინარაძემ.