მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 17:46
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სახეზე გვყავს ცხვრის სულში გახვეული ათეულობით ტურა, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები, ამას თუ გავარჩევთ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიც და რეალობის აღქმაც მეტად იქნება უზრუნველყოფილი

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 16:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ადამიანები, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაზეც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მათგანს ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს.

„მათი მხრიდან არავინ ბოდიშის მომხდელი არ არის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ყველას ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად და წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების, ზოგ შემთხვევაში კეთილსინდისიერებით, ზოგ შემთხვევაში ადვილად მიმღებლობით ასეთი ცრუ ლეგენდების, ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. აქ არის მთავარი ერთი რამ: ჩვენ სახეზე გვყავს ათეულობით ცხვრის სულში გახვეული, მგელს ვერ ვუწოდებთ, ტურა ალბათ, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა – ქართველები. შესაბამისად, ეს უნდა გავარჩიოთ. თუკი ამას გავარჩევთ, უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც, სუვერენიტეტიც და რეალობაც, რეალობის აღქმაც მეტად უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.