მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 16:37
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 15:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს, – ინფორმაციას გამოცემა Newsmaker-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი უკრაინის რენის რაიონის მხრიდან გაგაუზიის სოფელ ეტულიას მიმართულებით 20 აგვისტოს, ღამის 03:16 საათზე დააფიქსირეს.

„03:22 საათისთვის დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინისკენ გაფრინდა“, – აცხადებს მოლდოვის თავდაცვის უწყება.

მოლდოვის ტერიტორიაზე დაშავებულების ან დრონის ჩამოვარდნის შედეგად ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.