მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 16:23
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 15:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

სამწუხაროა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა „დიპ სტეიტის“ მართულ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ამ რეზოლუციაშიც არის ის სიცრუე და ტყუილები, რომელიც სხვა რეზოლუციებში გამოჩნდა.

„ამ რეზოლუციაშიც ვხედავთ იმ სიცრუეს და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ თავადვე ამ რეზოლუციის მხარდამჭერი თუ იქ მყოფი ადამიანები პასუხს ვერ სცემდნენ ჩვენს დელეგაციას კადრს მიღმა, თუ რატომ მოხდა ასეთი მავნებლური რეზოლუციის მხარდაჭერა.

როდესაც საკუთარ დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და რაც მთავარია რეალობას ეწინააღმდეგება იქ მოყვანილი ფაქტები არ შეიძლება არსებობდეს ამაზე პასუხი, შესაბამისად ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ერთი ორგანოდან მეორეში გადაგვამისამართონ, რეალური პასუხი კი არის ის რომ რეზოლუცია არის სიცრუე“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.