მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 00:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუმინეთმა უკრაინის მხრიდან დაფიქსირებული სამიზნის გამო საჰაერო განგაში გამოაცხადა

IPN.ge 2 აგვისტო, 2026 · 18:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით საჰაერო განგაში გამოაცხადა სასაზღვრო ტულჩის ოლქში, რომელიც უკრაინის ოდესის ოლქს ესაზღვრება, უკრაინის მიმართულებიდან საჰაერო სამიზნის დაფიქსირების გამო.

მედიის ინფორმაციით, კვირას დილით რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს რადარებმა უკრაინასთან მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვართან საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რის შემდეგაც ტულჩის ოლქისთვის RO-Alert-ის საგანგებო გაფრთხილება გავრცელდა.

მოგვიანებით საჰაერო სამიზნე რადარებიდან გაქრა. ის რუმინეთის საჰაერო სივრცეში არ შესულა და საჰაერო განგაში გაუქმდა.