მთავარი კონტენტი
კვირა, 23 აგვისტო, 2026 | 04:12
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

Ambebi.ge 22 აგვისტო, 2026 · 21:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს “შაბათის მარშიის” მონაწილეები მივიდნენ.

დღევანდელი მსვლელობის ლოზუნგი იყო: “როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება, ქალაქები და სოფლები იცლება”.

  • “ცარიელი სახლები, დაკეტილი ჭიშკრები, დასუსტებული ადგილობრივი თემები და ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახები. ეს არის იმ მმართველობის შედეგი, რომელიც წლებია ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება” – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.