მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 12:14
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 11:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.