საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, საკონსტიტუციო საბჭომ პარასკევს უარყო შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებდა.
გადაწყვეტილების მიზეზად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა.
ელისეს სასახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს, კანონპროექტის საკონსტიტუციო საბჭოს შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავება დაავალა.
ცოტა ხნით ადრე ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ისახავდა მიზნად. ამით საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ავსტრალიის მაგალითს მიჰყვა, სადაც გასულ დეკემბერს მსოფლიოში პირველად, 16 წლამდე ასაკის მოზარდების ისეთ პლატფორმებზე შეეზღუდათ წვდომა, როგორებიცაა Facebook-ი, TikTok-ი და YouTube-ი.