მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 11:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 17:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უნგრეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბაკას არჩევა არის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მცდელობა დაანგრიოს ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის ძალაუფლების ბასტიონები.

ბაკას კანდიდატურა მმართველმა პარტიამ „ტისამ“ წარადგინა. ყოფილი მმართველი პარტიის „ფიდესის“ დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ უნგრეთში პრეზიდენტს ცერემონიალური ფუნქციები აქვს.

ბაკას წინამორბედმა ტამაშ შუიკომ უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა, მადიართან უთანხმოების გამო, 19 ივლისს დატოვა.