„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი” – გივი მიქანაძე

“2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.
მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომენტარები
კომენტარი