მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 18:23
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

წილოსანი: სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი მათ ჩემი საცხოვრებელი სახლის შესახებ გაავრცელეს

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 17:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია.”- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. 

წილოსანი “ფეისბუქის” მიერ “სტუდია მონიტორის” გვერდის წაშლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას.

“სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი მათ ჩემი საცხოვრებელი სახლის შესახებ გაავრცელეს. რეალობა კი მარტივია – ჩემს ბინას ტაძართან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებთ, ისაა, რომ ტაძარი ჩემი სახლიდან ლამაზად მოჩანს და ყოველ დილით ტაძრის ზარების ხმის გაგონება დიდი ბედნიერებაა. ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას. ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად ფეისბუქმა გასცა – „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა.”- წერს წილოსანი.