მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 11:15
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„ჰამასის“ ლიდერი ხალილ ალ-ჰაია გახდა

IPN.ge 20 ივლისი, 2026 · 22:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ჰამასის“ ლიდერი ხალილ ალ-ჰაია გახდა , – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჰამასმა“ შიდა არჩევნების შედეგად პოლიტბიუროს ხელმძღვანელად ხალილ ალ-ჰაია აირჩია, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს „ჰამასის“ მთავარი მომლაპარაკებელი იყო.

ხალილ ალ-ჰაიამ „ჰამასის“ ლიდერის თანამდებობაზე იაჰია სინვარი შეცვალა, რომლის ლიკვიდაცია ისრაელმა 2024 წლის ოქტომბერში განახორციელა.