1.2-მილიონიანი საათი, საიდუმლო ქორწილი და პატარძალი “ჩრდილში” – კადიროვის 20 წლის ვაჟი მეორედ დაქორწინდა: დიქტატორი ახალ მემკვიდრეს ამზადებს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ოჯახში მორიგი გრანდიოზული, თუმცა გასაიდუმლოებული დღესასწაული შედგა. რეგიონის 20 წლის ვიცე-პრემიერმა, ახმატ კადიროვმა, მეორედ იქორწინა.
ამბავმა, საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, მაინც გავრცელდა და საზოგადოების ყურადღება არამხოლოდ თვალისმომჭრელი ფუფუნებით, არამედ ჩეჩნეთის მმართველი კლანის პრივილეგიებით მიიპყრო.

საიდუმლო ქორწილი კადიროვების საგვარეულო სოფელში
ოპოზიციური ჩეჩნური მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, საქორწინო ცერემონია კადიროვების საგვარეულო სოფელში, ვიწრო წრეში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის ოფიციალური ფოტოები არსად გამოქვეყნებულა, კადიროვის გარემოცვამ სოციალურ ქსელებში მაინც ვერ მოითმინა სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილ სიძესთან ერთად გადაღებული სურათების გამოაქვეყნა. ქორწინებას თან სდევდა ჰაერში უმისამართო სროლა და გრანდიოზული ფეიერვერკი.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩეჩნეთში არსებულ ორმაგ სტანდარტებს, რადგან ჩვეულებრივ მოქალაქეებს მსგავსი საქორწინო სროლებისთვის ადგილობრივი ხელისუფლება უმკაცრესად სჯის.
90 მილიონი რუბლი (1.1 მილიონამდე აშშ დოლარი) მაჯაზე
ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ძვირადღირებულმა აქსესუარმა, რომელიც ახმატ კადიროვს ერთ-ერთ ფოტოზე უკეთია. გამოცემა „ვერსტკამ“ გაარკვია, რომ ჩეჩნეთის 20 წლის ვიცე-პრემიერის მაჯას ბრიტანული საიუველირო ბრენდის, Graff-ის ელიტარული კოლექციის საათი, MasterGraff ამშვენებს.

ეს საოცარი მოდელი ვარდისფერი ოქროსგანაა დამზადებული და გაფორმებულია 357 ბრილიანტით, რომელთა საერთო წონა 36.46 კარატს აღწევს, მისი სამაჯური კი მთლიანად ნიანგის ტყავისაა.
დღეს ეს მოდელი თავისუფალ გაყიდვაში აღარ არის, თუმცა ბუტიკებში მისი ფასი დაახლოებით 1.2 მილიონ დოლარს (ანუ 90 მილიონზე მეტ რუბლს) შეადგენდა. ფოტო, რომელმაც ეს წარმოუდგენელი სიმდიდრე საჯარო გახადა, ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ხელმძღვანელის ვაჟმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ოჯახური ტრადიციები და ბრძოლა მემკვიდრეობისთვის
ახმატ კადიროვისთვის ეს უკვე მეორე ქორწინებაა. პირველად მან სულ რაღაც 17 წლის ასაკში იქორწინა გროზნოს საკრებულოს დეპუტატის ქალიშვილზე, ტამილა მახმატოვაზე. საინტერესოა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დანარჩენი ორი ვაჟიც ასევე 17 წლის ასაკში დააქორწინეს. ეს აშკარად ეწინააღმდეგება რუსეთის საოჯახო კანონმდებლობას, სადაც ქორწინება მხოლოდ 18 წლიდანაა ნებადართული, თუმცა კადიროვების ოჯახისთვის კანონები, როგორც ჩანს, პირობითია.

ძვირადღირებული საათების სიყვარული კადიროვების ოჯახური სისუსტეა, რადგან მის უმცროს ძმას, ადამზეც არაერთხელ შეუმჩნევიათ რამდენიმე მილიონად ღირებული საათი. თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ახლა ყველაფერი უფროსი ძმის სასარგებლოდ იცვლება. მას შემდეგ, რაც უმცროსმა ადამმა გროზნოში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია და მამის რისხვა დაიმსახურა, ჩეჩნეთის მომავალ ლიდერად და რამზან კადიროვის მთავარ პოლიტიკურ მემკვიდრედ სწორედ 20 წლის ახმატ კადიროვი მოიაზრება.
წაიკითხეთ ასევე: