მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 14:05
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

112-ს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 13:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია.

112-ის დირექტორმა, ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა, სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და 112-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სტუმრებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.