ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 23:11
86216

"თქვენ იცით, რომ თურქეთი, საქართველო და ისრაელი ამ ღონისძიებაზე არ არიან წარმოდგენილნი და ამით სარგებლობთ. მაგრამ მე ვარ აქ და მე გაგცემთ პასუხს!” – ასე უპასუხა აზერბაიჯანელმა პოლიტილოგმა რუფატ ალიევმა ანტითურქულ, ანტისემიტურ და ანტიქართულ გამოსვლებს მოსკოვში, სადაც კონფერენცია “ინტეგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: პრობლემები და პერსპექტივები” ტარდებოდა, დსთ-ს ქვეყნების პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მონაწილეობით. 

კონფერენციის ორგანიზატორებმა მოსკოვში საქართველოს სეპარატისტული, თვითაღიარებული რეგიონების წარმომადგენლებიც მიიწვიეს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი.

“დღეს, სამწუხაროდ, მონაწილეებმა ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლეს და საქართველოს დაესხნენ თავს. ეს ადვილია იმიტომ, რომ ამ მაგიდასთან ამ ქვეყნის წარმომადგენელი არ არის. მაგრამ მე აქ ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანული მხარისთვის ამ მომენტამდე უცნობია ამ კონფერენციაში არაღიარებული რესპუბლიკების მონაწილეობის ფაქტი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტოტიულ მთლიანობას მხარს უჭერს. რაც შეეხება ისრაელს, ის აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული მეგობარია, ხოლო აზერბაიჯანი ებრაელებისთვის მეორე სამშობლოა.

თქვენ იცით, რომ თურქეთი, საქართველო და ისრაელი ამ ღონისძიებაზე არ არიან წარმოდგენილნი და ამით სარგებლობთ. მაგრამ მე ვარ აქ და მე გაგცემთ პასუხს!”- განაცხადა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა.

კონფერენციის მსვლელობისას ორგანიზატორები, ლექტორები და მონაწილეები არაერთხელ შეეცადნენ, სიტყვა გაეწყვეტინებინათ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგისთვის, თუმცა, ეს ვერ მოახერხეს:

“თქვენ რომ თავმჯდომარე ხართ, ან ორგანიზატორი, ლექტორი თუ კიდევ სხვა ვინმე, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ, აზერბაიჯანის დადუმება შეგიძლიათ” – განუცხადა ალიევმა დამსწრეებს.

წყარო: azeritoday.com






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account