ავტორი: allmedia.ge
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 23:09
58581

უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, იგივე "დათო სვანი" დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მან უკრაინაში შესვლა ყალბი საბუთებით მოახერხა. გერლიანს საქართველოში დეპორტაცია ელის. 

შეგახსენებთ, რომ დავით გერლიანი ერთი წლის წინათაც იყო დაკავებული და სასამართლომ საქართველოში დეპორტაცია განუსაზღვრა, რის შემდეგაც მან საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა. "კანონიერი ქურდი", რომელიც აეროპორტს ტოვებდა, მაშინ "რუსთავი-2-ის" კამერებმა დააფიქსირეს, რაც სკანდალის საფუძველი გახდა, რადგან წესით, ის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე უნდა დაეკავებინათ, კანონიერი ქურდობის ბრალდებით. 

მოგვიანებით დავით გერლიანი შსს-მ დააკავა. სასამართლომ გერლიანი კანონიერი ქურდობის ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დამნაშავედ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, გერლიანმა ისევ უკრაინას მიაშურა. იქ ის სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებას აკონტროლებს. 

დაკავების დროს "დათო სვანი" უცნაურად იყო ჩაცმული. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account