ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
1245

"რუსეთი კლავს!", "ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია!", "ძალა ერთობაშია!", "შეაჩერე ოკუპაცია!", "არა ოკუპაციას" - ეს და სხვა შინაარსის პლაკატები საქართველოს მთავარ მაგისტრალზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წევრებს უკვე 22-ე დღეა, უჭირავთ და ჩავლილ მგზავრებს საფრთხეზე მიანიშნებენ.

აქციის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გაიგოს, რა ახლოს და კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე გადის ოკუპაციის ხაზი ყველაზე ახლოს. ეს მონაკვეთი სოფელ ყარაფილაშია, მაგისტრალიდან 400 მეტრში, სადაც ოკუპანტებმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ბანერი აღმართეს და ხნული გაავლეს. ოკუპაციის ზოლს მიღმაა მოხვედრილი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1,5 კმ-იანი მონაკვეთი.

მოქალაქეები აქცია-პერფორმანსს აქტიურად უერთდებიან, ხოლო ისინი, ვინც ამას ვერ ახერხებენ, ჩავლილი მანქანებიდან სიგნალებით გამოხატავენ თავიანთ სოლიდარობას. აქცია-პერფორმანსს მხარი დაუჭირეს სასულიერო პირების ნაწილმა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა.

აქცია ავდარშიც ტარდება. 15 აგვისტოს ყარაფილასთან ია ყოჩიაშვილი მივიდა და მეუღლესთან ერთად აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა, ასევე, საჩუქრებიც გადასცა. ჩამოსულებმა აქცია-პერფორმანსში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით ია ყოჩიაშვილმა თავის გვერდზე ინგლისურად დაწერა, რომ საკუთარი ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტა, ხოლო აქციის ინიციატორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერ მგზავრებს მადლობა გადაუხადა:

Been on the main highway of Georgia, protesting occupation and annexation of my homeland...

These wonderful people are standing there every day warning passengers that the occupation line is shifted towards the highway and there is only 400 meters remaining to block their safe travels...

I am immensely grateful for each and every person who initiated and realized this activity.

Thanks to the passengers who were beeping and waving to support us...

Together we will get our people back home!", - აღნიშნა ია ყოჩიაშვილმა.

მანამდე, სხვადასხვა დღეებში, აქცია-პერფორმანსში მონაწილეობის მისაღებად მანქანები იმ მოქალაქეებმაც გააჩერეს, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყვეს. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account