ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
1018

სახალხო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" თავის გვერდზე "ფეისბუქზე" აქვეყნებს მოხალისე დამკვირვებელთა შტაბიდან სპეცაპარატურით გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოს, სადაც ორჭოსანში მდებარე რუსი ოკუპანტების ბაზაა ასახული. 

"ძალა ერთობაშია", უკვე 20 დღეზე მეტია, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო სადამკვირვებლო მონიტორინგს, პარალელურად კი თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე აქციას "ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია!" ატარებს. 

როგორც სადამკვირვებლო მონიტორინგს, ასევე აქცია-პერფორმანსს ბევრი რიგითი მოქალაქე შეუერთდა.

8 აგვისტოს სოფელ ყარაფილას გადასახვევთან "ძალა ერთობაშია" ცოცხალი ჯაჭვის ინიციატორი იყო, რა დროსაც ორჭოსანი-ყარაფილას მონაკვეთზე რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო ტექნიკა გამოიყვანეს. 

ორგანიზაციის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ სადამკვირვებლო მისია არ შეწყდება და შემოდგომა-ზამთრის მონაკვეთშიც გაგრძელდება. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account