ავტორი: on.ge
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 23:39
366

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გოგა ონიანის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დასაცავად საქართველოში არსებულ ყველა სამართლებრივ ინტერესებს გამოიყენებენ. ამის შესახებ ბასილაიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"სტრასბურგის სასამართლო ჩვენი ბოლო იმედია", - განაცხადა მოგვიანებით ბასილაიამ.

ადვოკატი გიორგი ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ დღეს დილით, 7 ნოემბერს გამოაცხადა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. ის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account