ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
974

"მალე უკრაინაში ერთით ნაკლები ქართველი იქნება. თქვენი აზრით, რომელი იქნება ეს - მიხეილ სააკაშვილი თუ დავით საყვარელიძე?" - უკრაინელი მოსამართლე მიკოლა ჩაუსი ამ პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს. 

მიკოლა ჩაუსის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ამ სტატუსს დავით საყვარელიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩაუსი პოროშენკოს ფავორიტი მოსამართლეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეზოში, ქილებით მიწაში ჩაფლული ფული აღმოუჩინეს. 

მიკოლა ჩაუსი სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ, როგორც წესი, საკმაოდ აგრესიულია. ასე მაგალითად, 11 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის მხრიდან საზღვარი ხალხის დახმარებით გადალახა და უკრაინაში შევიდა, ჩაუსმა ავაკოვისგან როგორც სააკაშვილის, ასევე იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება მოითხოვა. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account