ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
819

“ჩვენ მივუთითეთ, რომ აუცილებლად დაკონკრეტებული უნდა იყოს, რომ ეს შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს. ეს არის აპრობირებული ფუნქცია, რომელიც გამოიყენება ბევრ ქვეყანაში და აქამდე ჩვენს ქვეყანაშიც გამოიყენებოდა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი.

ეს განცხადება მან “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სუს-ის თანამშრომლებს სახელმწიფო ორგანოებში მუშაობა მათი საქმიანობის გაუმჟღავნებლად შეეძლოთ. ამ ცვლილებას ოპოზიციამ "ოდეერების ინსტიტუტის დაკანონება" უწოდა.

"ეს ხარვეზი კომიტეტის ფარგლებში იყო აღნიშნული, მთავრობამ გაიზიარა და, შესაბამისად, უკვე პირველი მოსმენის პირობებში ის წარმოდგენილი იქნება ამ ჩასწორებით და მიეთითება წინ, რომ ეს მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს შეეხებათ”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ეს ცანაწერი კანონპროექტში როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account