ავტორი: accent.com.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
317

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ილარიონის თბილისში ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს აფხაზეთის საეკლესიო კრიზისის მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობის საკითხზე კონტაქტი აღარ ჰქონიათ, თუმცა ეს თემა უახლოეს დღეებში მოსკოვში იქნება განხილული.

ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.

„მოგეხსენებათ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთში პატრიარქობის აღდგენის მე-100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს საეკლესიო დელეგაცია მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტით სწორედ ამ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით მიემგზავრება. თუმცა ამ ვიზიტის ფარგლებში მხარეებს მიეცემათ საშუალება, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებითაც ჩამოყალიბდნენ. შედეგებს ჩვენი დელეგაციის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოგვახსენებენ“, – განაცხადა მამა კახაბერმა.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account