ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
1766

ახლო მომავალში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მაღალი გამავლობის ძვირადღირებული მანქანა ეყოლება - ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით,  გუბერნატორის ადმინისტრაციამ ტენდერი 2017 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა. ინფორმაციას "რეგინფო" ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს ახალი ან მეორადი, - „არაუადრეს 2016 წელს გამოშვებული, უავარიო და ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი“. ახალი ავტომანქანის შეძენა ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანის ჩანაცვლების გზით მოხდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს დღეისათვის 5 ავტომანქანა ემსახურება: 2 ერთეული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“, 1 „ტოიოტა კამრი“, 1 „შევროლე ტაჰო“ და 1 „BMW X5“. აღნიშნული ავტომანქანები 2007-2012 წლებშია გამოშვებული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე მას შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.

 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account