სამშაბათი, 28 მარტი 2017 10:13
71373

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, მოქალაქეს ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, დეპორტაციის შემთხვევაში, პირს აეკრძალება შენგენის ზონაში დაბრუნება 5 წლის ვადით. 

მინისტრი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და გაითავისონ ის რისკები, რომელიც უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევას ახლავს. 

“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, - განაცხადა ჯანელიძემ.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account